სადამრიგებლო პროგრამა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გურამ ქარქაშაძის სახ. ღვანკითის
საჯარო სკოლის პირველი კლასის ხელმძღვანელის ცირა მურჯინელის სადამრიგებლო პროგრამა
მუშაობის მიზანი:
დავეხმარო მოსწავლეებს სკოლასთან შეგუებაში, ერთმანეთის
გაცნობაში,ზოგადი გა-ნათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული,მორალური,ზნეობრივი,გო-ნებრივი
და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში.მოვახდიმო მათი ცოდნის რეალიზება, წერა-კითხვის შესწავლა.გავაცნობიერებინო, რომ
ისინი მოსწავლეები არიან და მათ გარკვეული ვალდებულებები აკისრიათ.
მუშაობის პრინციპი
·
წერა-კითხვის
შესწავლა;
·
კითხვის
უნარის განვითარება;
·
პასუხისმგებლობის
გრძნობის განვითარება;
·
უფლებებისა
და მოვალეობების გაცნობიერება;
·
მოსწავლეებთა
თანამშრომლობითი ურთიერთობა;
·
მშობელთა
ჩართულობა.
2018-2019
სასწავლო წელი
კლასში
მოსწავლეთა რაოდენობა-14
ყველა მოსწავლე ფიზიკურად და გონებრივად ასაკთან
შესაფერისია.მათი განვითარების დონე კარგია. მშობლებთან ერთად იზრდებიან ოჯახში. ერთი
მოსწავლე არის დედით ობოლი. მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი სწავლა აღზრდისათვის. მშობლები
დაინტერესებული არიან შვილების კარგი სწავლით
და თანამშრომლობენ სკოლასთან, გვაქვს ხშირი შეხვედრები. ვატარებთ მშობელთა კრებებს
პრობლემის ერთობლივად გადაწყვეტის მიზნით. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სასკოლო
და სკოლისგარეშე ღონისძიებებსა და სასწავლო პროექტებში.
ფოტო მასალა
No comments:
Post a Comment