Tuesday, May 14, 2019

ისტის გამოყენება

დიდი მნიშვნელობა აქვს ისტის გამოყენებას დაწ/კლასის მოსწავლეებთან. სასწავლო    პროცესში ხშირად ვიყენებ და კარგ შედეგსაც ვაღწევ. მეხმარება მასალის უკეთ აღქმაში და დამახსოვრებაში, ესგ-ით გათვალისწინებული პროგრამის ათვისებაში და ინფორმაციის მიწოდებაში.
ვაწოდებ დამატებით ინფორმაციას, ტესტებს, გაკვეთილებს ,,შებრუნებული საკლასო ოთახი“, რათა მოსწავლეებს გაუადვილეთ ფაქტებისა და მოვლენების სიღრმისეული წვდომა.
ვუგზავნი მასალის შესაბამის ფოტოებს და ინფორმაციას. გაკვეთილი უფრო საინტერესო და სახალისო ხდება, იზრდება მოტივაცია. ვიზუალურად, როცა ხედავენ უფრო კარგად აღიქვამენ მასალას. მოსწავლეები სწავლობენ დამოუკიდებელ მუშაობას. ჩართულია ყველა მოსწავლე საგაკვეთილო პროცესში. ისტის  გამოყენება მეხმარება მიზნის მიღწევაში.
ვითვალისწინებ მოსწავლეთა ასაკობრივ შესაძლებლობებს, ვადგენ  მათთვის გასაგებ და ადვილად აღსაქმელ ენაზე, მასალაში ყურადღება მახვილდება  ძირითად საკითხზე, რომლის ცოდნაც აუცილებელია და სასწავლო თემატიკიდან გამომდინარეობს. ვერბალურ ტექსტს შინაარსის შესაბამისად ვიზუალურად თან დართული აქვს  შესაბამისი ფოტო-მასალა. ასეთი  ფორმით  რესურსის მიწოდებამ  აამაღლა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა და დაინტერესება. ინფორმაციის მიწოდება ხდება ორივე ფორმით ერთდროულად (ვერბალურით და ვიზუალურით).
ჩემ მიერ დასახული და ჩატარებული უოველი აქტივობა შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას.


ფოტო მასალა










No comments:

Post a Comment