Tuesday, May 28, 2019

იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების გზა

სასწავლო პროექტები

პროექტის სახელწოდება:  იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების  გზა

პროექტის მთავარი ედეა/თემა:  მოსწავლეებმა შეძლონ   იაკობ გოგებაშვილის ვრცელი ბიოგრაფიის მოკვლევა, გაცნობა/შესწავლა.

პროექტის აქტუალობა: პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს გაუღრმავებს ცოდნას ამ
დიდი საზოგადო მოღვაწის შასახებ. მოსწავლეები მოიკვლევენ მასალას მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედებაზე.

პროექტის მიზანი:   

·        მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევის უნარი.
·        მათთვის ნაკლებად ცნობილი ფრაგმენტების მოძიება იაკობ გოგებაშვილის
 ბიოგრაფიული  ცნობების შესახებ.
·        დიდი საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამები იაკობ გოგებაშვილზე.

მოაწავლეთა ასაკი:  7-8 წელი
ვადები/ხანგრძლიობა:  2თვე
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: 
  
მოსწავლეები შეიყვარებენ ამ დიდ მწერალს და მის შემოქმედებას. უკეთ გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. მათ გამოუმუშავდებათ  კვლევა-ძიების, დამატებით სახელმძღვანელოზე მუშაობის, მასალის კომპიუტერული დამუშავების, ჯგუფურად მუშაობის წესები.

პროექტისათვის საჭირო ძირითდი რესურსი:  
დამხმარე ლიტერატურა, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი,კომპიუტერი

საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართულ ენაში განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს: წერას, კითხვას,  მოსმენას, საუბარს. გაიღრმავებს ცოდნას ხელოვნებაში - იაკობ გოგებაშვილის შემოქ-მედებიდან ნახატების შესრულებით. ლიტერატურული ნაწარმოების მიმოხილვით.  ისტ-ის ტექნოლოგიებში. ინტერნეტიდან მასალების მოძიება-დამუშავებით, პრეზენტაციების შექმნითა და სურათების ატვირთვით.                                                           

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

მოსწავლეების გადანაწილება ჯგუფებად. მოსწავლეებთან ერთად პროექტის გეგმის შემუშავება. თითოეული ჯგუფისათვის კონკრეტული დავალების მიცემა.

პირველი აქტივობა: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის მოძიება, დამუშავება
მეორე აქტივობა: მწერლის ფოტოსურათების მოძიება,შეგროვება და გაზეთის გამოშვება
მესამე აქტივობა: იაკობის შემოქმედების მიმოხილვა
მეოთხე აქტივობა: საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამები იაკობ გოგებაშვილზე
მეხუთე აქტივობა: მოპოვებული ინფორმაციის  დახარისხება და წარდგენა თემების სახით.
მეექვსე აქტივობა: პროექტის პრეზენტაცია სკოლაში.
მეშვიდე  აქტივობა: ექსკურსიის  ორგანიზება ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.


მასწავლებელი:  ცირა მურჯიკნელი


   
            






                       ი ა კ ო ბ    გ ო გ ე ბ ა შ ვ ი ლ ი

დედაენის დამწერი იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 27 ოქტომბერს, გორის რა-ნი სოფ. ვარიანში. მამა-სვიმონი-მღვდელი იყო. სვიმონს სურდა შვილებიც სასულიერო პირები გამოსულიყვნენ. მაგრამ იაკობი ნიჭიერი ბავშვი აღმოჩნდა,  8 წლის იყო, როდესაც ოჯახმა  ქ.გორში ჩაიყვანა და სასულიერი სასწავლებელში მიაბარა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, 1855 წელს იაკობი თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა, მაგრამ არც ამით დაკმაყოფილდა და 1861 წელს სწავლის გასაგრძელებლად კიევში გაემგზავრა, სადაც სასულიერო აკადემიაში ჩააბარა.
აკადემიაში სწავლის პირველსავე წლებში საფუძვლიანად გაეცნო დარვინს, სერიოზულად მოჰკიდა ხელი აგრეთვე პედაგოგიურ ლიტერატურას. შეისწავლა პედაგოგიკის კლასიკოსები.
კიევის სასულიერო აკადემიაში იაკობი დიდხანს არ დარჩენილა, მან ვერ აიტანა უკრაინის ცივი ზამთარი. გაცივდა, იავადმყოფა, ფილტვების ანთებით და  1863 წელს სამშობლოში დაბრუნდა. თბილისში მალე გამოკეთდა და დაიწყო სამსახური გეოგრაფიისა და არითმეტიკის მასწავლებლად.
მშობლიურ მიწა-წყალზე ფეხის დადგმა იმით აღუნიშნავს, რომ პირველი ქართული ანბანი გამოუქვეყნებია.
იგი სანიმუშო მასწავლებელი იყო.  სერიოზულად ემზადებოდა გაკვეთილისათვის. ყოველთვის ჰქონდა გათვალისწინებული გაკვეთილის მიზანი და შინაარსი.
გაკვეთილზე იჩენდა იშვიათ პედაგოგიურ ოსტატობას. მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ყურადღებით უსმენდნენ საყვარელ მასწავლებელს.
იაკობის მიზანი იყო ხალხში შეეტანა სწავლა-განათლება. დახმარებოდა ისეთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოსთვის თავს დებდნენ.
ნახევარი საუკუნე იმუშავა იაკობ გოგებაშვილმა საქართველოს ,,საუკეთესო მერმისისათვის“. სამაგალითო და გმირული იყო მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა, სანიმუშო და მისაბაძი მისი პირადი ცხოვრება. სამშობლოსა და მშობელი ხალხის მგზნებარე სიყვარულით ძგერდა მისი დიდი გული.
ჩვენი მომავალი თაობის მეცნიერული აღზრდისათვის ბრძოლაში დაიფერფლა მისი დიდი სიცოცხლე
იაკობ გოგებაშვილი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ.
იაკობმა შეადგინა პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის, რომელიც გამოვიდა 1865 წელს. შემდეგ 1868 წელს ბუნების კარი, 1876  წელს გამოვიდა დედა ენა სახელმძღვანელო I და
II კლასებისათვის. მის მიხედვითაა შედგენილი დღევანდელი დედა ენაც.
დედა ენა გოგებაშვილის სიცოცხლეში 33-ჯერ გამოვიდა, გარდაცვალების შემდეგ 25-ჯერ. ,,დედა ენას“  ,,ვეფხისტყაოსნის“ ბადალი უწოდეს, რადგან ხალხისათვის ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნი გახდა.
იაკობ გოგებაშვილმა ფიცი დადო მთელი ჩემი სიცოცხლე, ძალ-ღონე ჩემს ქვეყანას უნდა მოვახმარო, ამის შემდეგ იგი სახელმწიფო სამსახურში არ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. უსამსახურობამ, უბინაობამ, უფულობამ მრავალი განსაცდელი გამოატარა, მაგრამ მიზნისათვის არ უღალატია.
საკუთარი ოჯახი იაკობს არ ჰყავდა. მან თავი მთლიანად თავის ქვეყანას მიუძღვნა. არ ყოფილა  არც ერთი ეროვნული საქმე, რომ მას სიტყვით თუ ფულით აქტიური მონაწილეობა არ მიეღო. ერთხელ მთელი მიღებული თანხა ცამეტი ათასი მანეთი მთლიანად გადასცა საზოგადოებას და თავისთვის არაფერი დაიტოვა.
გოგებაშვილმა კარგად იცოდა, რომ მხოლოდ წიგნით ვერ შეძლებდა ერის განვითარებას. იგი იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რელიგიური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის. ბევრ მათგანს თვითონ უხდიდა სწავლის ფულს. ფულს უგზავნიდა ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. მათ შორის იყვნენ გამოჩენილი კომპოზიტორები ზაქარია ფალიაშვილი და დიმიტრი არაყიშვილი. ამ დროს თვითონ მოკრძალებულად ცხობრობდა, ხან ბინის ქირაც ვერ გადაუხდია და მეგობრებს შეუფარებიათ.
იაკობ გოგებაშვილს სიტყვა არ დასცდენია რუსული კულტურის და ენის სწავლების საწინააღმდეგოდ. პირიქით 1887 წელს შეადგინა ,,რუსკოე სლოვო“, რომელიც დიდხანს ემსახურებოდა ქართველ ახალგაზრდებს.
იაკობ გოგებაშვილი საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზე შექმნა მოთხრობები, ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს. დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს ,,ნობათს“, ,,ჯეჯილს“ და ,,ნაკადულს“.
სიკვდილის წინ, 1912 წელს ანდერძი დაწერა და მთელი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუტოვა.
72 წლისა იაკობი მძიმედ ავად გახდა, ექიმების ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად 1912 წლის 1 ივნისს იაკობ გოგებაშვილი გარდაიცვალა.
მას ჭლექის შიშით ცოლიც არ უთხოვია, რომ შთამომავლობისთვის არ გადაედო ეს მძიმე სენი. უყვარდა გოლოვინის პროსპექტზე სეირნობა, ახალგაზრდებთან ლაპარაკი.
იაკობ გოგებაშვილი დაკრძალეს დიდუბის ეკლესიასთან. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვერცხლის გვირგვინი მიართვა წარწერით: ხალხის მასწავლებელს-იაკობ გოგებაშვილს.
1940 წელს აღინიშნა იაკობ გოგებაშვილის დაბადების 100 წლისთავი და მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.
1976 წელს ჩატარდა ,,დედა ენის“ 100 წლისთავის იუბილე, ,,დედა ენა“ არის ერთადერთი წიგნი, რომელსაც ხალხმა 1983 წელს ძეგლი დაუდგა.
მსოფლიოს ენების საანბანე სახელმძღვანელოების საერთაშორისო გამოფენა კონკურსზე იაკობის ,,დედა ენის“ მიხედვით შედგენილმა სახელმძღვანელომ პირველი პრემია და საპატიო მედალი დაიმსახურა.
  

No comments:

Post a Comment