მოსწავლეთა
მშობლებთან თანამშრომლობა
მე და ჩემი სადამრიგებლო კლასის მშობლები
რჩევები მშობლებს
მშობლის ანბანი (ნინო ჭიაბრიშვილი)
ა.
მიიღეთ და დააფასეთ საკუთარი თავი და შვილი.
ბ. იყავით თანმიმდევრული,გულწრფელი, მართალი
და მტკიცე შვილთან ურთიერ-თობაში.
გ. ყოველთვის
აღნიშნეთ რა მოგწონთ შვილში.
დ. განავითარეთ
საკუთარი ინტერესები.
ე. წაახალისეთ შვილი იმსჯელოს იდეებსა და მიზნებზე, გამოხატეთ
რწმენა, რომ მას ბევრი რამის კარგად კეთება შეუძლია.
ვ. აპატიეთ შვილს შეცდომები, რომლებიც
სწავლის ბუნებრივი თანმდევია.
ზ. სიხარულით
გაუზიარეთ საკუთარი დრო, სიყვარული და მხარდაჭერა.
თ. დაეხმარეთ, თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს.
ი. დააინტერესეთ შვილი კონკრეტული საქმიანობით. დააფასეთ
მისი ძალისხმევა და დახმარება.
კ
. სიხარულით მიიღეთ ცხოვრებისეული
სიამოვნებები.
ლ. ნუ გამოხატავთ
უხეშ კრიტიკას; ნუ გამოიყენებთ სიტყვებს
,,უნდა“, ,,საჭიროა“.
მ. საშუალება
მიეცით შვილს, დაინახოს საკუთარი ქცევის შედეგები.
ნ.
იყავით იმ ღირებულებების მოდელი, რომლებიც
გსურთ, რომ თქვენს შვილს ჰქონდეს.
ო. მოილაპარაკეთ პრივილეგიებსადა პასუხისმგებლობაზე, ისე რომ ის არ გაათამამოთ.
პ.
შესთავაზეთ არჩევანი და მიეცით
საშუალება, მიიღოს გადაწყვეტილება.
ჟ. პრობლემა გადაჭერით შვილთან ერთად, მოუსმინეთ მის
ფიქრებსა და გრძნობებს.
რ. თავი
დაანებეთ დადანაშაულებას,დარცხვენას და დაშინებას.
ს.
პატივი ეცით შვილის უფლებას
გაიზარდოს საკუთარი ტემპით ზეწოლისა და სხვასთან შედარების გარეშე.
ტ. საოჯახო საქმეები ისე გაუნაწილეთ ოჯახის ყველა
წევრს, რომ შვილმაც შეძლოს წვლილის შეტანა და მიკუთვნებულობის გრძნობა განუვითარდეს.
უ. გამოყავით დრო შვილთან ერთად კითხვისთვის, რომ მას წიგნისა და
სწავლის სიყვარული ჩაუნერგოთ.
ფ. გამოიყენეთ ფოტოალბომი სასიამოვნო ოჯახური მოგონებებისათვის.
ქ. დააფასეთ გულწრფელობა, სიკეთე, საიმედოობა,ერთგულება
და ზრუნვა.
ღ.
დაძლიეთ განსაცდელები ოჯახთან
ერთად.
ყ. შეისწავლეთ საკუთარი დამოკიდებულება შვილის მიმართ.
შ.
მიმართეთ პროფესიონალის რჩევას
ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებით.
ჩ. ინტერესით ჩაერთეთ მრავალფეროვან ოჯახურ ტრადიციებსა
და აქტივობებში.
ც. ძილის წინ
,,შეაჯამეთ“ განვლილი დღე: გაუზიარეთ რა იყო მნიშვნელოვანი.
ძ. თუკი აუცილებელი
არ არის,შენიშვნას არასწორ საქციელზე ნუ მისცემთ სხვების თანდასწრებით. უფრო ეფექტურია, როცა
თქვენი საყვედური პირისპირ გამოიხატება და მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას დაემსგავსება.
წ.
ეცადეთ, შვილის
კითხვებს ყოველთვის მისთვის გასაგებ ენაზე გასცეთ პასუხი.
ჭ.
აღზრდა სწორი ქცევის წახალისება და არასწორი ქცევის
დათრგუნვაა.შესატყვისი რეაქციები გამოხატეთ
ყოველ ჯერზე.
ხ.
მშობლისა და შვილის ურთიერთობა ორმხრივი მოძრაობის
ქუჩაა.ისწავლეთ
შვილისაგანაც.
ჯ. აპატიეთ საკუთარ თავს შეცდომები.შეცდომა სწავლის
საშუალებაა.
ჰ. დააფასეთ, რომ კაცთა
მოდგმის ერთ-ერთი უნიკალური წარმომადგენლის
მშობლობა გერგოთ.
სახსოვრად მშობელს შვილისაგან
1. ნუ გამაფუჭებ,ძალიან
კარგად ვიცი,რომ არ უნდა მქონდეს ყველაფერი,რასაც გთხოვ უბრალოდ გცდი.
2. ნუ შეგეშინდება იყო მტკიცე,სიმტკიცე მირჩევნია,თავს დაცულად ვგრძნობ.
3. ნუ მომცემ ნებას,ჩამომიყალიბდეს
ცუდი ჩვევები.მე გენდობი,რომ მათ ადრეულ სტადიაზევე აღმოაჩენ.
4. ნუ მაგრძნობინებ თავს
იმაზე პატარად,ვიდრე სინამდვილეში ვარ.ასე მხოლოდ ხელს შემიწყობ,რომ სულელურად მოვიქცე.
5. ნუ მომცემ შენიშვნას
სხვებთან ერთად,თუკი წყნარად და მხოლოდ მე
მეტყვი.
6. ნუ მაიძულებ ვიფიქრო,რომ
ჩემი შეცდომები ცოდვაა.ეს ანგრევს ჩემს ღირებულებებს.
7. ნუ დამიცავ შედეგებისაგან. ზოგჯერ
ტკივილიანი გზით სწავლა მჭირდება.
8. ძალიან ნუ გეწყინება, როცა
გეუბნები, რომ ,,მძულხარ“, შენ კი არ მძულხარ, არამედ
შენი ძალაუფლება, რომელიც მანგრევს.
9. მეტისმეტ ყურადღებას
ნუ მიაქცევ ჩემს უმნიშვნელო ავადმყოფობებს.
10. ნუ ,,გამბურღავ“, თუ
ასე მოიქცევი, მაიძულებ, თავი წაყრუებით დავიცვა.
11. ნუ დაგავიწყდება,რომ
არ შემიძლია საკუთარი თავის ისე ახსნა,როგორც მინდა. სწორედ ამიტომ არ ვიქცევი ყოველთვის
სწორად.
12. ნუ წაუყრუებ ჩემს
შეკითხვებს. ვისწავლი, რომ შეკითხვები აღარ დაგისვა და საჭირო ინფორმაცია სხვისგან მოვძებნო.
13. ნუ იქნები არათანმიმდევრული.ეს
სრულიად მაბნევს და შენდამი რწმენას მიკარგავს.
14. ნუ მეტყვი, რომ ჩემი
შიშები სულელურია. ისინი საშიშად რეალურია და მეტად დამეხმარები, თუ მათ გაგებას ეცდები.
15. ნუ ეცდები დამარწმუნო, რომ
იდეალური და უშეცდომო ხარ. ძალზე დიდი იქნება იმედგაცრუება, როცა აღმოვაჩენ, რომ არც
ერთი ხარ და არც მეორე.
16. ნუ იფიქრებ, რომ ღირსება
შეგელახება, თუკი ბოდიშს მომიხდი. გულწრფელი ბოდიში შენ მიმართ გასაოცარი სითბოთი მავსებს.
17. ნუ დაივიწყებ,რომ
მიყვარს ექსპერიმენტები. მათ გარეშე არ შემიძლია,ამიტომ,
გთხოვ შეეგუე.
18. ნუ დაივიწყებ, რომ
სწრაფად ვიზრდები. შენთვის ძნელი იქნება ფეხი ამიწყო, მაგრამ, გთხოვ, ეცადე.
19. არ დაივიწყო, რომ დიდი
სიყვარულისა და ურთიერთგაგების გარეშე ვერ გავიზრდები. ამის თხოვნა არ დამჭირდება.
ასე არ არის?
20. გთხოვ, გაუფრთხილდი საკუთარ
თავს და ჯანმრთელობას. მე მჭირდები.
No comments:
Post a Comment