ღვანკითის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგის,
ცირა მურჯიკნელის მიერ დამზადებული რესურსი
როგორც დაწყებითი კლასების მასწავლებელმა გავითვალისწინე მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურება და გადავწყვიტე შემექმნა რესურსი ,,ჯიბეებიანი აბაკი“. რომელიც წარმოადგენს კლასებს და თანრიგებს, რადგან დაწყებით კლასებში დიდი მნიშვნელობა აქვს თვალსაჩინო მასალას, ბავშვები ვიზუალური მასალის გამოყენებით უფრო კარგად აღიქვამენ და იმახსოვრებენ.
აღნიშნული თვალსაჩინოების გამოყენება მეხმარება მრავალნიშნა რიცხვების წაკითხვასა და ჩაწერაში.მოსწავლეები არჩევენ კლასებს შესაბამისი თანრიგებით, უადვილდებათ რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა.
რესურსის გამოყენებისას საგაკვეთილო პროცესი ხდება უფრო საინტერესო, რაც მეხმარება მოსწავლეთა მოტივირებასა და ჩართულობაში. რესურსი ინტერაქტიურია, გამოიყენება დაწყებით კლასებში.
რესურსის ინსტრუქცია
ჩემ მიერ შექმნილი
რესურსი ,,ჯიბეებიანი აბაკი“ წარმოადგენს რიცხვების კლასებს და თანრიგებს-ერთეულების
კლასი: ერთეული, ათეული,
ასეული. ათასეულების კლასი-ერთეული ათასეული, ათეული ათასეული,
ასეული ათასეული. მილიონების
კლასი- ერთეული მილიონი, ათეული მილიონი, ასეული მილიონი.
აბაკზე მიწებებულია პატარა ჯიბაკები. ჯიბაკებში აწყვია ციფრები. მოსწავლე კითხულობს რიცხვს,ასახელებს კლასს, ციფრის მნიშვნელობას, თუ რომელ თანრიგს წარმოადგენს. ან რიცხვის მიხედვით აბაკში აწყობს ციფრს შესაბამის თანრიგში.მასწავლებელი ჯიბაკში ცვლის რიცხვებს.

No comments:
Post a Comment