Saturday, May 4, 2019


სამოდელო  ინტეგრირებული  გაკვეთილის  გეგმა

მასწავლებელი
ცირა მურჯიკნელი
გაკვეთილის ჩატარების თარიღი
1 მაისი 2019 წელი
კლასი
პირველი
სწავლების საფეხური
დაწყებითი
საგანი
ქართული ინტეგრირება ბუნებასთან
საგაკვეთილო დრო
35წთ
მოსწავლეთა პროფილი
14 მოსწავლე სსსმ არ არის
გაკვეთილის თემა
ი.გოგებაშვილის ,,ოთხი სურვილი“- ,,გაზაფხული“
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლე შეძლებს გაანალიზოს მოთხრობა ,,გაზაფხული“, დაუკავშიროს ბუნებრივ მოვლენებს, იპოვოს მოთხრობაში აღწერილი ბუნებრივი მოვლენის დაკავშირება ბუნებასთან.
მოსალოდნელი შედეგი
მოთხრობის წაკითხვა.კითხვებზე სწორი პასუხის გაცემა; ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობა.
მისაღწევი შედეგი კლასისათვის ესგ მიხედვით:
ქართ.დაწყ.(1)2, 6,9,11.
·         კითხულობს მთლიანი სიტყვებით,სწორი ინტონაციით;
·         პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
·         მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში.

·         სათანადოდ აღიქვამს მოვლენის მახასიათებელ სიტყვებს;
ბუნება.დაწყ.1.6.
·         მოსწავლე ასახელებს და ადარებს ერთმანეთს წელიწადის დროებს, მსჯელობს მათ განმასხვავებელ ნიშნებზე.
·         ჩამოთვლის წელიწადის დროებისათვის დამახასიათებელ ცვლილებებს.
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან კითხვა. წელიწადის დროები და თვეები
კლასის ორგანიზების ფორმა
ინდივიდუალური, საკლასო, ჯგუფებში მუშაობა
სასწავლო მასალა და რესურსი
ქართული ენის სახელმძღვანელო ავტ. ვ. როდონაია; პირველი კლასის ბუნების სახელმძღვანელო;
 გაზაფხულის სურათები, დაფა, ცარცი, ბუკი, ბარათები.
შეფასება
თვითშეფასება, ურთიერთშეფასება, განმავითარებელი შეფასება.

                      
გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს    მ ს ვ ლ ე ლ ო ბ ა

კლასის ორგანიზება (2წთ)                                                                                                                               
აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება (4წთ.)
აქტივობის მიზანი: გავლილი მასალის ცოდნის შემოწმება
აქტივოვის აღწერა: მასწავლებელი სვამს კითხვებს კლასის წინაშე.მოსწავლეები იხსენებენ შესწავლილ მასალას ბუნებიდან და ქართული ენიდან.
  • 1. წელიწადის რომელი დრო დგას ახლა?
  • 2. როგორია გაზაფხული? დავახასიათოთ.
  • 3. რა ამშვენებს გაზაფხულს? შეხსენების მიზნით ერთხელ კიდევ ვაჩვენებ ბუნების სურათებს ბუნების სახელმძღვანელოდან.
აქტივობა 2. ელექტრო რესურსის გამოყენება (4წთ)
აქტივობის მიზანისურათების მიხედვით ამოიცნონ წელიწადის  დრო გაზაფხული და მისთვის დამახასიათებელი მოვლენები.
აქტივობის აღწერამოსწავლეებს ვთხოვ დააკვირდნენ გაზაფხულის სურათებს და გაიხსენონ ბუნებიდან ბუნებრივი მოვლენები. წელიწადის დროებიმოსწავლეები პასუხობენ შეძლების-დაგვარადშეცდომებს მასწავლებელი ასწორებს და აძლევს მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას.

წუთშესვენება (2წთ.)

აქტივობა 3. ახალი მასალის ახსნა (12წთ)
აქტივობის მიზანი: ტექსტის კითხვა და ანალიზი.
აქტივობის აღწერა: ტექსტს კითხულობს მასწავლებელი, შემდეგ მოსწავლე, ვხსნით უცნობ სიტყვებსხდება ტექსტის ანალიზი კითხვების საშუალებით.

აქტივობა 4. ჯგუფებში მუშაობა (5წთ.)
აქტივობის მიზანი: გადაცემული მასალის ათვისების შემოწმება
აქტივობის აღწერა: თითოეულ წყვილს ვაძლევ დავალებას წინასწარ გამზადებული ბარათებით მოსწავლეებმა ჩამოუსვან ხაზები სიტყვებს შორის.
გაზაფხულიპეპელაყვავილი
მარტიმერცხალიჯეჯილი
თითოეულ ჯგუფს  ვაძლევ  ბარათებს მოსწავლეებმა უნდა მოძებნონ და გადახაზონ ზედმეტი სიტყვა
მარტი      აპრილი          იანვარი        მაისი

აქტივობა 5. პრეზენტაცია (4წთ.)
აქტივობის მიზანი: ჯგუფებში მიცემული დავალების შესრულების შემოწმება.
აქტივობის აღწერა: ცალკეული ჯგუფებიდან პრეზენტატორები წარმოადგენენ ჯგუფის  ნამუშევარს და გააკეთებენ პრეზენტაციასარასწორი პასუხების შემთხვევაში სხვა ჯგუფის წევრებთან ერთად ვასწორებთ შეცდომებს.

შეჯამება-შეფასება (2წთ.)
განმავითარებელი შეფასება, ურთიერთშეფასება, თვითშეფასება.


 რეფლექსია

2019 წლის 1 მიასს ჩავატარე სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენაში

   ინტეგრირება ბუნებასთან
   მასწავლებელი: ცირა მურჯიკნელი
   კლასი: პირველი
   გაკვეთილის თემა: .გოგებაშვილის ,,ოთხი სურვილი“, ,გაზაფხული
   ჩემ მიერ შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება განაპირობა ბუნების მჭიდრო კავშირმა ასახსნელ მასალასთან.
   გაკვეთილი დავიწყე კლასის ორგანიზებით.მოსწავლეებს შევახსენე ქცევის წესები, გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი. წინარე ცოდნის გააქტიურებისათვის გამოვიყენე  ბუნებაში შესწავლილი მასალა  ,, გაზაფხულის მობრძანება“,  ,,გაზაფხული ჩვენს ეზოში". წელიწადის დროებისათვის დამახასიათებელ ცვლილებებზე წარმოდგენის მიზნით მივაწოდე ჩემ მიერ შექმნილი ელრესურსი ,,წელიწადის დროები
მოსწავლეებმა შეძლეს დასახელება და შედარება წელიწადის დროებისმსჯელობენ  მათ განმასხვავებელ ნიშნებზედაახასიათეს გაზაფხული,როგორც წელიწადის ერთერთი დროგაანალიზეს მოთხრობა ,,გაზაფხულიდა დაუკავშირეს ბუნებრივ მოვლენებს.
სამოდელო გაკვეთილის ყველა აქტივობა წარმატებით განხორციელდაჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი მიცემულ დავალებებს.  კლასი დაყოფილი იყო ოთხ ჯგუფად.ჯგუფის პრეზენტატორებმა სწორად წარმოადგინეს დავალებები.
სამოდელო გაკვეთილზე  მოსწავლეებმა თვალნათლივ დაინახეს ბუნების კავშირი ქართულ ენასთან. კოლეგები აღნიშნავენ, რომ გაკვეთილზე გამოყენებული სტრატეგიების გაზიარება დაეხმარებათ აღნიშნული ტიპის გაკვეთილების ჩატარების დროს.
გაკვეთილზე მიზანს მივაღწიე. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესშიშეფასებისას მათ მივაწოდე შესაბამისი უკუკავშირი.
სამოდელო გაკვეთილი მოსწავლეებში ხელს შეუწყობს ახალი მასალის ათვისებას,  როგორც ბუნებაშიისე ქართულში. ჩამოუყალიბებს: კრიტიკული აზროვნების, თანამ-შრომლობის, ჯგუფებში გადაწყვეტილების მიღების, შედეგების პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს.
გაკვეთილის ნაკლად ვთვლი, რომ ხშირად ვიმუშაო ბუკებზე, რათა მოსწავლეებს ჩამოვუყალიბო ბუკებზე მუშაობის ჩვევები

ფოტო მასალა 









No comments:

Post a Comment