Friday, January 17, 2020


სასწავლო  პროექტი          
                                   
                           ,,ვიცნობდეთ  ჩვენს  რაიონს“

·         პროექტის სახელწოდება:
  ,,სკანდის ციხე“
·         პროექტის მთავარი იდეა/თემა:
  სკანდის ციხეზე ინფორმაციის მოკვლევა,გაცნობა/შესწავლა.
·         პროექტის აქტუალობა:
  ეს პროექტი აქტუალურია,რადგან მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან
   თერჯოლის მუნიციპალიტეტის ულამაზეს ისტორიულ ძეგლს ,,სკანდის ციხეს“.  მოიპოვებენ ინფორმაციას,გააკეთებენ ჩანახატებს.
·         პროექტის მიზანი:
 1. ვიცნობდეთ ჩვენი 
რაიონის ისტორიულ ძეგლებს
 2.
მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის მოძიება
 3.
თანამშრომლობითი და პრეზენტაციის უნარის განვითარება
·         პროექტის განხორციელებაში მონაწილე მოსწავლეთა ასაკი/კლასი
  მე-2 კლასი,  8-9 წელი
·         პროექტის ვადები/ხანგრძლივობა
  2019 წელი სექტემბერი-ოქტომბერი
·         მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას:
  მოსწავლეები გაეცნობიან რაიონის ისტორიულ მემკვიდრეობას,გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დამატებით სახელმძღვანელოზე მუშაობის, ჯგუფური მუშაობის წესები
·         პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი:
  1.
კომპიუტერი
  2.
დამხმარე ლიტერატურა
  3.
ფორმატისა და თაბახის ფურცლები
  4.
ფანქრები,ფლომასტერები
·         საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
  ქართულ ენაში განუვითარებს საკომუნიკაციო უნარებს.გაიღრმავებენ ცოდნას ხელოვნებაში და ისტ-ის ტექნოლოგიებში
·         პროექტის მსვლელობა:
  1.
სკანდის ციხეზე ინფორმაციის მოძიება
  2.
პრეზენტაცია სკოლაში
  3.
ლაშქრობა სკანდის ციხეზე
  4.
კედლის გაზეთის გამოშვება
  5.
ნახატების გამოფენა

პროექტის ხელმძღვანელი: ცირა მურჯიკნელი

  

















                
სკანდის ციხე  თერჯოლისმუნიციპალი-ტეტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი უძველესი ისტორიული მნიშვნელობის მქონე არქიტექტურული კომპლექსია,რომელიც სოფელ სკანდის ჩრდილოეთ მხარეს, მაღალ, ძნელად მისასვლელ გზაზე მდებარეობს. შემოსაზღვრული იყო 20 მეტრი სიმაღლის ოთხკუთხა გალავნით,კედლების საერთო სისქე 600მეტრს და ციხის სიმაღლე 120მეტრს აღწევდა. მას სამხრეთის მხრიდან ჩამოუდის ბერისწყაროს ღელე, ხოლო ჩრდილოეთიდან - პატარა ნაკადული - ,,გურამღელე“.

იგი გვიან ანტიკური ხანის თავდაცვითი ძეგლია.სკანდის ციხე ააგო ეგრისის სამეფო ხელისუფლებამ მნიშვნელოვან გზაგასაყარზე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ქვემო იმერეთთან და შავიზღვისპირეთთან აკავშირებდა.




Tuesday, May 28, 2019

იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების გზა

სასწავლო პროექტები

პროექტის სახელწოდება:  იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების  გზა

პროექტის მთავარი ედეა/თემა:  მოსწავლეებმა შეძლონ   იაკობ გოგებაშვილის ვრცელი ბიოგრაფიის მოკვლევა, გაცნობა/შესწავლა.

პროექტის აქტუალობა: პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს გაუღრმავებს ცოდნას ამ
დიდი საზოგადო მოღვაწის შასახებ. მოსწავლეები მოიკვლევენ მასალას მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედებაზე.

პროექტის მიზანი:   

·        მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევის უნარი.
·        მათთვის ნაკლებად ცნობილი ფრაგმენტების მოძიება იაკობ გოგებაშვილის
 ბიოგრაფიული  ცნობების შესახებ.
·        დიდი საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამები იაკობ გოგებაშვილზე.

მოაწავლეთა ასაკი:  7-8 წელი
ვადები/ხანგრძლიობა:  2თვე
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: 
  
მოსწავლეები შეიყვარებენ ამ დიდ მწერალს და მის შემოქმედებას. უკეთ გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. მათ გამოუმუშავდებათ  კვლევა-ძიების, დამატებით სახელმძღვანელოზე მუშაობის, მასალის კომპიუტერული დამუშავების, ჯგუფურად მუშაობის წესები.

პროექტისათვის საჭირო ძირითდი რესურსი:  
დამხმარე ლიტერატურა, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი,კომპიუტერი

საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართულ ენაში განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს: წერას, კითხვას,  მოსმენას, საუბარს. გაიღრმავებს ცოდნას ხელოვნებაში - იაკობ გოგებაშვილის შემოქ-მედებიდან ნახატების შესრულებით. ლიტერატურული ნაწარმოების მიმოხილვით.  ისტ-ის ტექნოლოგიებში. ინტერნეტიდან მასალების მოძიება-დამუშავებით, პრეზენტაციების შექმნითა და სურათების ატვირთვით.                                                           

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

მოსწავლეების გადანაწილება ჯგუფებად. მოსწავლეებთან ერთად პროექტის გეგმის შემუშავება. თითოეული ჯგუფისათვის კონკრეტული დავალების მიცემა.

პირველი აქტივობა: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის მოძიება, დამუშავება
მეორე აქტივობა: მწერლის ფოტოსურათების მოძიება,შეგროვება და გაზეთის გამოშვება
მესამე აქტივობა: იაკობის შემოქმედების მიმოხილვა
მეოთხე აქტივობა: საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამები იაკობ გოგებაშვილზე
მეხუთე აქტივობა: მოპოვებული ინფორმაციის  დახარისხება და წარდგენა თემების სახით.
მეექვსე აქტივობა: პროექტის პრეზენტაცია სკოლაში.
მეშვიდე  აქტივობა: ექსკურსიის  ორგანიზება ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.


მასწავლებელი:  ცირა მურჯიკნელი


   
            






                       ი ა კ ო ბ    გ ო გ ე ბ ა შ ვ ი ლ ი

დედაენის დამწერი იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 27 ოქტომბერს, გორის რა-ნი სოფ. ვარიანში. მამა-სვიმონი-მღვდელი იყო. სვიმონს სურდა შვილებიც სასულიერო პირები გამოსულიყვნენ. მაგრამ იაკობი ნიჭიერი ბავშვი აღმოჩნდა,  8 წლის იყო, როდესაც ოჯახმა  ქ.გორში ჩაიყვანა და სასულიერი სასწავლებელში მიაბარა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, 1855 წელს იაკობი თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა, მაგრამ არც ამით დაკმაყოფილდა და 1861 წელს სწავლის გასაგრძელებლად კიევში გაემგზავრა, სადაც სასულიერო აკადემიაში ჩააბარა.
აკადემიაში სწავლის პირველსავე წლებში საფუძვლიანად გაეცნო დარვინს, სერიოზულად მოჰკიდა ხელი აგრეთვე პედაგოგიურ ლიტერატურას. შეისწავლა პედაგოგიკის კლასიკოსები.
კიევის სასულიერო აკადემიაში იაკობი დიდხანს არ დარჩენილა, მან ვერ აიტანა უკრაინის ცივი ზამთარი. გაცივდა, იავადმყოფა, ფილტვების ანთებით და  1863 წელს სამშობლოში დაბრუნდა. თბილისში მალე გამოკეთდა და დაიწყო სამსახური გეოგრაფიისა და არითმეტიკის მასწავლებლად.
მშობლიურ მიწა-წყალზე ფეხის დადგმა იმით აღუნიშნავს, რომ პირველი ქართული ანბანი გამოუქვეყნებია.
იგი სანიმუშო მასწავლებელი იყო.  სერიოზულად ემზადებოდა გაკვეთილისათვის. ყოველთვის ჰქონდა გათვალისწინებული გაკვეთილის მიზანი და შინაარსი.
გაკვეთილზე იჩენდა იშვიათ პედაგოგიურ ოსტატობას. მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ყურადღებით უსმენდნენ საყვარელ მასწავლებელს.
იაკობის მიზანი იყო ხალხში შეეტანა სწავლა-განათლება. დახმარებოდა ისეთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოსთვის თავს დებდნენ.
ნახევარი საუკუნე იმუშავა იაკობ გოგებაშვილმა საქართველოს ,,საუკეთესო მერმისისათვის“. სამაგალითო და გმირული იყო მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა, სანიმუშო და მისაბაძი მისი პირადი ცხოვრება. სამშობლოსა და მშობელი ხალხის მგზნებარე სიყვარულით ძგერდა მისი დიდი გული.
ჩვენი მომავალი თაობის მეცნიერული აღზრდისათვის ბრძოლაში დაიფერფლა მისი დიდი სიცოცხლე
იაკობ გოგებაშვილი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ.
იაკობმა შეადგინა პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის, რომელიც გამოვიდა 1865 წელს. შემდეგ 1868 წელს ბუნების კარი, 1876  წელს გამოვიდა დედა ენა სახელმძღვანელო I და
II კლასებისათვის. მის მიხედვითაა შედგენილი დღევანდელი დედა ენაც.
დედა ენა გოგებაშვილის სიცოცხლეში 33-ჯერ გამოვიდა, გარდაცვალების შემდეგ 25-ჯერ. ,,დედა ენას“  ,,ვეფხისტყაოსნის“ ბადალი უწოდეს, რადგან ხალხისათვის ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნი გახდა.
იაკობ გოგებაშვილმა ფიცი დადო მთელი ჩემი სიცოცხლე, ძალ-ღონე ჩემს ქვეყანას უნდა მოვახმარო, ამის შემდეგ იგი სახელმწიფო სამსახურში არ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. უსამსახურობამ, უბინაობამ, უფულობამ მრავალი განსაცდელი გამოატარა, მაგრამ მიზნისათვის არ უღალატია.
საკუთარი ოჯახი იაკობს არ ჰყავდა. მან თავი მთლიანად თავის ქვეყანას მიუძღვნა. არ ყოფილა  არც ერთი ეროვნული საქმე, რომ მას სიტყვით თუ ფულით აქტიური მონაწილეობა არ მიეღო. ერთხელ მთელი მიღებული თანხა ცამეტი ათასი მანეთი მთლიანად გადასცა საზოგადოებას და თავისთვის არაფერი დაიტოვა.
გოგებაშვილმა კარგად იცოდა, რომ მხოლოდ წიგნით ვერ შეძლებდა ერის განვითარებას. იგი იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რელიგიური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის. ბევრ მათგანს თვითონ უხდიდა სწავლის ფულს. ფულს უგზავნიდა ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. მათ შორის იყვნენ გამოჩენილი კომპოზიტორები ზაქარია ფალიაშვილი და დიმიტრი არაყიშვილი. ამ დროს თვითონ მოკრძალებულად ცხობრობდა, ხან ბინის ქირაც ვერ გადაუხდია და მეგობრებს შეუფარებიათ.
იაკობ გოგებაშვილს სიტყვა არ დასცდენია რუსული კულტურის და ენის სწავლების საწინააღმდეგოდ. პირიქით 1887 წელს შეადგინა ,,რუსკოე სლოვო“, რომელიც დიდხანს ემსახურებოდა ქართველ ახალგაზრდებს.
იაკობ გოგებაშვილი საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზე შექმნა მოთხრობები, ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს. დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს ,,ნობათს“, ,,ჯეჯილს“ და ,,ნაკადულს“.
სიკვდილის წინ, 1912 წელს ანდერძი დაწერა და მთელი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუტოვა.
72 წლისა იაკობი მძიმედ ავად გახდა, ექიმების ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად 1912 წლის 1 ივნისს იაკობ გოგებაშვილი გარდაიცვალა.
მას ჭლექის შიშით ცოლიც არ უთხოვია, რომ შთამომავლობისთვის არ გადაედო ეს მძიმე სენი. უყვარდა გოლოვინის პროსპექტზე სეირნობა, ახალგაზრდებთან ლაპარაკი.
იაკობ გოგებაშვილი დაკრძალეს დიდუბის ეკლესიასთან. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვერცხლის გვირგვინი მიართვა წარწერით: ხალხის მასწავლებელს-იაკობ გოგებაშვილს.
1940 წელს აღინიშნა იაკობ გოგებაშვილის დაბადების 100 წლისთავი და მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.
1976 წელს ჩატარდა ,,დედა ენის“ 100 წლისთავის იუბილე, ,,დედა ენა“ არის ერთადერთი წიგნი, რომელსაც ხალხმა 1983 წელს ძეგლი დაუდგა.
მსოფლიოს ენების საანბანე სახელმძღვანელოების საერთაშორისო გამოფენა კონკურსზე იაკობის ,,დედა ენის“ მიხედვით შედგენილმა სახელმძღვანელომ პირველი პრემია და საპატიო მედალი დაიმსახურა.
  

Friday, May 24, 2019

ღვანკითის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგის, ცირა მურჯიკნელის მიერ დამზადებული რესურსი

რესურსის რეფლექსია

გავითვალისწინე მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურება და გადავწყვიტე შემექმნა რესურსი ,,დააჯგუფეთ“, რომელიც წარმოადგენს სიტყვების სკივრს. ვაჯგუფებთ  სიტყვებს მარცვლების მიხედვით და ვადგენთ ერთ, ორ და სამ სიტყვიან წინადადებებს. რადგან დაწყებით კლასებში დიდი მნიშვნელობა აქვს თვალსაჩინო მასალას, ბავშვები ვიზუალური მასალის გამოყენებით უფრო კარგად აღიქვამენ და იმახსოვრებენ.
აღნიშნული თვალსაჩინოების გამოყენება მეხმარება სიტყვაში მარცვლების განსაზღვრაში, ხმოვანი და თანხმოვანი ასოების გამოყოფაში, წინადადების შედგენაში, კითხვის ტექნიკის დაუფლებაში.
რესურსის გამოყენებისას საგაკვეთილო პროცესი ხდება უფრო საინტერეს და სახალისო.  ვიზუალური აღქმა ხელს უწყობს მასალის უკეთესად შესწავლას. მოსწავლეებში  იზრდება მოტივაცია და ჩართულობა. რესურსი  ინტერაქტიურია,  გამოიყენება დაწყებით კლასებში.

რესურსის  ინსტრუქცია

ჩემ მიერ შექმნილი რესურსი  ,,დააჯგუფეთ“ წარმოადგენს სიტყვების სკივრს. შედგება სიტყვებისა და დავალებებისაგან. ახსნის დროს მოსწავლეები აკვირდებიან სიტყვებს კითხულობენ და აჯგუფებენ მარცვლების მიხედვით. აკეთებენ დასკვნებს და იმეორებენ. ადგენენ წინადადებებს.
რესურსი ეფექტურია იმით,რომ ვიზუალური აღქმა ხელს უწყობს საკითხის ღრმად გააზრებას და დამახსოვრებას. მოდიფიცირებული ფორმით რესურსი შეიძლება გამოვიყენოთ სხვა საკითხების ახსნისას.




Wednesday, May 22, 2019


ვფიქრობ სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, როგორც მასწავლებლისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის.

სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა მასწავლებელთა თანამშრომლობა. გლობალურმა ქსელის არსებობამ კიდევ უფრო გაადვილა ურთიერთ თანამშრომლობა, თანამედროვე მიდგომების, სტრატეგიებისა და გამოცდილების გაზიარება. ამ მიზნით გადავწყვიტე შემექმნა ბლოგი, როგორც სწავლა სწავლების ეფექტური საშუალება პოპულარული ხდება და მნიშვნელოვანია ამ რესურსების გამოყენება. როგორც ოჯახში, ასევე სკოლაში. რადგან ბლოგი ფართო აუდიტორიასთან კომუნიკაციისა და უკუკავშირის საუკეთესო საშუალებაა. ხელს უწყობს შემოქმედებით და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ცნობისმოყვარეობის გაღვივებას. 

თანამედროვე პირობებში აუცილებელია მასწავლებელი თავის ნაშრომს ინტერნეტსივრცეში ათავსებდეს, რათა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში წარმოადგინოს.

გავეცანი Google chrome-ის ბრაუზერს, როგორ ხდება ინფორმაციის გადაცემა და მუშაობა. გავიხსენე როგორ გამოვიყენო სამისამართო ველი, ინფორმაციის მოძიების  ხერხები, მოვმართე ინსტრუმენტები. ეს ყოველივე ხელს უწყობს ბლოგერი მასწავლებლების პროფესიულ ზრდას. ვიზრუნე ბლოგის ვიზუალურ მხარეზე და ბლოგზე  განთავსებულ ინფორმაციის შინაარსსა და დიზაინზე. შევადგინე კითხვები.

კითხვები:
·         გსურთ თუ არა თანამშრომლობა?
·         რას ფიქრობთ ჩემი აქტივობების შესახებ?
·         რა მოგეწონათ?
·         როგორია თქვენი უკუკავშირი?
·         სიახლეს ხომ არ შეიტანდით საგნის სწავლებასთან დაკავშირებით?

Tuesday, May 14, 2019

ელექტრონული რესურსები


              ი ს                

წელიწადში არის ოთხი დრო:

გაზაფხული   ზაფხული   შემოდგომა   ზამთარი




   
გაზაფხული 
   


ზაფხული 
       
 

 












შემოდგომა 

შემოდგომის თვეებია: 















ზამთარი


გაზაფხულიზაფხულიშემოდგომა და ზამთარი წელიწადის 
დროებია. 
წელიწადის ყოველ დროს განსხვავებული ამინდი ახასიათებს და 
თხივე რო ლამაზია.



გაზაფხული

გაზაფხული წელიწადის ერთერთი დროა. იღვიძებს ბუნება, ჰაერი თბებახეებმა კვირტები გამოიღო, ფრინველები: შოშიები, მერცხლები, ბულბულები, გვრიტები.... დაბრუნდნენ თბილი ქვეყნებიდან იწყებენ ბუდეების აშენებას. მალე თესვას დაიწყებენ




იფოთლება ხეები, იშლება ყვავილები. ყვავილებს თავს პეპლები ევლებიან.





გაზაფხულის მახარობელი ყვავილებია ენძელა და ია.























   ია 



















გვიყვარს თბილი,ბრწყინვალე მზე, გვიყვარს მშვენიერი გაზაფხული.
      

   
                    
ზაფხული

ზაფხული წელიწადის ერთ-ერთი ცხელი, ლამაზი და ხალისიანი დროა. ღამე მოკლეადღე კი გრძელიხეხილი მწიფდებაფუტკარი წვენს აგროვებს თაფლის გასაკეთებლადგლეხებს სათიბი და სამკალი არ ელევათ. ბავშვები მდინარეში ბანაობენხან მარწყვს კრეფენ.








შემოდგომა
ზაფხულის შემდეგ შემოდგომა დგება. შემოდგომა მდიდარია. ბაღები ხი-ლით ივსება. მწიფდა ვაშლი, მსხალი, ატამი, ლეღვი, ყურძენი, კომში და სხვა. იწყება რთველი, უფროსები რეცხავენ ჭურებს, ადუღებენ თათარას, ავლებენ ჩურჩხელებს. ყველას გვიხარია შემოდგომის მოსვლა.






შემოდგომაზე  ყველანაირ მოსავალს ვინახავთ.










ამინდი იცვლება.სითბოს სიცივე ცვლის, ცივა, რთვილს ხშირად დებს. ფრინველები თბილ ქვეყნებში წასასვლელად ემზადებიან. ღამე მატულობს, დღე კი კლებულობს. ამ დროს ხეებზე ფოთლები ყვითლდება და ცვივა.    





ძალიან ლამაზია ოქროსფერი შემოდგომა.





ზამთარი
წელიწადის ყველაზე ცივი დრო ზამთარია. ამ დროს ღამე გრძელია, დღე მოკლე. ზამთარს თან მოაქვს თოვლი, ყინვა, სუსხი. დედამიწას თოვლის საბანს აფარებს, ხეებს თოვლის ქულაჯებით მოსავს. ბავშვებს უხარიათ თოვლის მოსვლა. გუნდაობენ, ციგაობენაკეთებენ თოვლის პაპას.
                                                           

        



                                                            
              .


ელექტრო რესურსის რეფლექსია 

ელექტრო  რესურსი ,,წელიწადის დროები“, რომელიც წარმოადგენს წელიწადის ოთხივე დროს თავისი ამსახველი ფოტო მასალით, შევქმენი დაწყებით კლასების მოსწავლეებისათვის. რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს თვალსაჩინოებას, ვიზუალური აღქმა ხელს უწყობს საკითხის ღრმად გააზრებასა და დამახსოვრებას.

აღნიშნული რესურსი შედგება სურათებისაგან და ინფორმაციისაგან. მოსწავლეები  აანალიზებენ თითოეული დროისათვის დამახასიათებელ ფოტომასალას და აკავშირებენ ინფორმაციასთან.

რესურსის გამოყენებისას საგაკვეთილო პროცესი ხდება უფრო საინტერესო ,რაც მეხმარება მოსწავლეთა მოტივირებასა და ჩართულობაში. რესურსი ინტერაქტიურია,  გამოიყენება დაწყებით კლასებში ქართული ენისა და ბუნების გაკვეთილებზე.