Monday, April 22, 2019

გაკვეთილის   გეგმა

მასწავლებელი
ცირა მურჯიკნელი
გაკვეთილის ჩატარების თარიღი
28 მარტი 2019 წელი
კლასი
პირველი
სწავლების საფეხური
დაწყებითი
საგანი
მათემატიკა
საგაკვეთილო დრო
35 წთ.
მოსწავლეთა პროფილი
14 მოსწავლე სსსმ არ არის
გაკვეთილის თემა
ორნიშნა რიცხვები
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლე შეძლებს:
·         ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების ჩაწერას და წაკითხვას.
·         ორნიშნა რიცხვებში თანრიგების დასახელებას.
მოსალოდნელი შედეგი
მოსწავლეს ეცოდინება 11-იდან  20-მდე რიცხვების ჩაწერა და სახელწოდება.გააზრებული ექნება,რომ ორნიშნა რიცხვე-ბის პირველ ადგილას დგას ათეულების გამომსახველი რიცხვი და მეორე ადგილას - ერთეულების.
მისაღწევი შედეგი კლასისათ-ვის ესგ მიხედვით
მათ.(1) 1,2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
·         კითხულობს და წერს რიცხვებს,გამოსახავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით
·         გამოყოფს მითითებული რიცხვების შესაბამისი რაოდენობების ჯგუფებს გროვაში.
·         ითვლის წინ / უკან ნებისმიერი რიცხვიდან, განმარ-ტავს 11-იდან 20-მდე რიცხვის სახელებს; ასახელებს  მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვებს.
წინარე ცოდნა
მოსწავლეს შეუძლია თვლა 1-იდან 20-მდე და პირუკუ. დაასახელოს ობიექტების რაოდენობა გროვაში.
კლასის ორგანიზების ფორმა
ინდივიდუალური, მთელი კლასი, ჯგუფებში.
სასწავლო მასალა და რესურსი
დაფა,ცარცი, რვეული, საწერ კალამი, ბარათები, გროვები.
შეფასება
თვითშეფასება,ურთიერთშეფასება,განმავითარებელი შეფასება.

                    
გაკვეთილის   მსვლელობა

კლასის ორგანიზება - 2წთ.
(გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა)
აქტივობა 1.წინარე ცოდნის გააქტიურება (5წთ)
აქტივობის მიზანი: გავლილი მასალის ცოდნის შემოწმება
აქტივობის აღწერა:მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით ვითვლით 1- იდან 20 - მდე და პირუკუ. 2-ის, 5-ის,10-ის ბიჯით.
აქტივობა 2.რიცხვების დასახელება (5წთ.)
აქტივობის მიზანი:ორნიშნა რიცხვების შედგენა ციფრებით 20 - მდე.
აქტივობის აღწერა:წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება,ერთეულების და ათეულების გამოყოფა
აქტივობა 3.გამოტოვებული რიცხვების ჩასმა (4წთ.)
აქტივობის მიზანი: ნუმერაციის პრინციპის გაცნობიერება
აქტივობის აღწერა: რიცხვით თანმიმდევრობაში მოსწავლეებმა უნდა ჩაწერონ გამოტოვებული რიცხვები

თ ა მ ა შ ი - ,, რიტმული ტაში“  (1წთ)
აქტივობა 4.გროვების დაყოფა (5წთ)
აქტივობის მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ გროვებიდან მითითებული რაოდენობების გამოყოფა
აქტივობის აღწერა:საგნების შემოხაზვა,ორეულებად,სამეულებად,ოთხეულებად.გროვების რაოდენობის დასახელება
აქტივობა 5.ჯგუფური მუშაობა (5წთ)
აქტივობის მიზანი:ცოდნის გაგება გააზრების შემოწმება
აქტივობის აღწერა:გამოსახულებების შესრულება.რიცხვების შედარება.
აქტივობა 6.პრეზენტაცია (5წთ.)
აქტივობის მიზანი:ჯგუფებში მიცემული დავალებების შესრულების შემოწმება.
აქტივობის აღწერა:ცალკეული ჯგუფებიდან პრეზენტატორები წარმოადგენენ ჯგუფების  ნამუშევარს და აკეთებენ პრეზენტაციას.არასწორი პასუხის შემთხვევაში სხვა ჯგუფის წევრებთან ერთად ვასწორებთ შეცდომას.
შეჯამება-შეფასება (3წთ)
თვითშეფასება,ურთიერთშეფასება,განმავითარებელი შეფასება.


       რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

     28. 03. 2019 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩავატარე შიდა დაკვირვების გაკვეთილი მათემატიკაში. თემა - ,,ორნიშნა რიცხვები“.
    გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს დაესახელებინათ და ჩაეწერათ ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვები, წინა და მომდევნო რიცხვები,ორნიშნა რიცხვებში გამოეყოთ თანრიგები.
    გაკვეთილი წარიმართა საინტერესოდ,წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით.ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტისა და გაკვეთილის მიზნების გათვალისწინებით.გაკვეთილის ძლიერი მხარე იყო ეფექტურად შერჩეული აქტივობები და სასწავლო რესურსები,რაც დამეხმარა დასახული მიზნის მიღწევაში და შედეგზე გასვლაში.მაღალი იყო მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში. მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის სუფევდა პოზიტიური,კეთილგანწყობილი  დამოკიდებულება,რაც, ჩემი აზრით, მეტად მნიშვნელოვანია.
    გაკვეთილის დასაწყისში გაავაქტიურეთ წინარე ცოდნა. შემდგომ აქტივობებში კი  მოსწავლეებმა არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით შეძლეს ორნიშნა რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა,წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება,ათეულებისა და ერთეულების გამოყოფა,ჯგუფებში მუშაობა.
    ამრიგად, მივიღე მიზნის ადეკვატური უკუკავშირი.დრო კარგად იყო გაწერილი და გამოყენებული.დროში ნორმალურად ჩავეტიე.
    გაკვეთილის გეგმა მსვლელობის პროცესში არ შეცვლილა.  გამოვიყენე განმავითარებელი შეფასება. მოსწავლეებმა ჩემგან და  თანაკლასელებისაგანაც მიიღეს ზუსტი და სწავლების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული  უკუკავშირი.
    კარგი იქნებოდა გაკვეთილზე გამომეყენებინა ბუკები,მაგრამ ამის საშუალება არ მქონდა ელექტროენერგიის უქონლობის გამო.


ფოტო მასალა 





No comments:

Post a Comment